თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით 5 400 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, საიდანაც 3 700 000 ლარი მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნითაა გათვალისწინებული.

ამ ეტაპზე გზების მშენებლობისთვის შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ გოლთეთსა და აბელიანში. პროექტები დასრულების ფაზაშია და ადგილობრივები რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურით, წელს პირველად ისარგებლებენ.

მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განსახორციელებელი სამუშაოების ფარგლებში, 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადების რეაბილიტაცია და სოფელ ჯორჯიაშვილში სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობაა დაწყებული.

Previous articleსოფელ აღაიანში სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
Next articleრიკოთის მაგისტრალის პირველი, ორკილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა