Home Blog გვერდი 28

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა

0

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა.

სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” 1338 მიკრო და მცირე მეწარმე დააფინანსა

0

“აწარმოე საქართველოში” პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა და 2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში 6 901 პროექტი დააფინანსა.

2022 წლის ივლისში ექსპორტი 40%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 542 მილიონი დოლარი შეადგინა

0

რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, 2022 წლის ივლისში ექსპორტი 40%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 542 მილიონი დოლარი შეადგინა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ – S&P საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით, BB დონეზე შეაფასა. მათივე შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა.

2025 წლამდე 13000 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული, განვადებით მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, ბინები აშენდება და გადაეცემა თბილისში 2400 დევნილ ოჯახს, ზუგდიდში – 1700 ოჯახს; ქუთაისში – 720 ოჯახს. ჯამში 2025 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცემა 13 ათასამდე ოჯახს – 7000 ოჯახი ახალაშენებულ კორპუსში მიიღებს ბინას, დარჩენილი 6000 კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

სახელმწიფო გააგრძელებს ვაშლის მოსავლის სუბსიდირებას

0

მიმდინარე წელს მოსალოდნელია 120 000 ტონა ვაშლის მოსავლის აღება. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია ფერმერების მხარდაჭერა და სუბსიდიით უზრუნველყოფს, რომ არასტანდარტული ვაშლი ჩაუბარებელი არ დარჩეს და ფერმერებმა შეძლონ შესაბამისი შემოსავლის მიღება. პროცესში ჩაერთვება 20-მდე საწარმო.

„განახლებული რეგიონები“-ს პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში განახლდა ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე 12 შენობა და სრულად რეაბილიტირდა 13 000 კვმ-ის ფართობის ცენტრალური სკვერი. სამუშაოები მოიცავდა მიმდებარე ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთებას, გამწვანებას, ტროტუარებისა და საპარკინგე ზონების მოწყობას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთსა და ჩოხატაურშიც ახორციელებს.

გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია

0
🟡პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში პროექტებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აღმაშენებელი-ქუთაისი“ ახორციელებს
🔵კომპანიამ ფაქტობრივად დაასრულა ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, განახლდა 12 შენობა და 13 000 კვმ-ის ფართობის ცენტრალური სკვერი
🟠სამუშაოები მოიცავდა მიმდებარე ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთებას, გამწვანებას, ტროტუარებისა და საპარკინგე ზონების მოწყობას
🔵ლანჩხუთში ამჟამად სრულდება ტროტუარების გაფართოვების სმუშაოები, ახლად მოწყობილი ტროტუარების კონტურის ცვლილების საჭიროება გამოიწვია გაუმართავი სანიაღვრე სისტემის ახლით ჩანაცვლების აუცილებლობამ, რის სამუშაოებსაც კომპანია საკუთარი ხარჯით აწარმოებს
🟠დასრულების ეტაპზეა სამუშაოები ოზურგეთშიც, სადაც მიმდინარეობს ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე შენობების და მიდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია
🔵ჩოხატაურში სრულდება პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები – განახლებულია დუმბაძის ქუჩაზე არსებული 8 შენობა, ტროტუარები, გაზონები და 3 სკვერი (ე.წ. კრიმანჭულის, რამიშვილისა და დუმბაძის პარკები)
🟠ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ითვალისწინებს მოედანზე 4 000 კვმ ცენტრალური პარკის მოწყობას, სადაც განთავსებული იქნება მოსასვენებელი და სხვადასხვა აქტივობებისათვის განკუთვნილი სივრცეები, ავტოსადგომები, ბილიკები და სხვადასხვა ტურისტული მომსახურების ობიექტები
🔵სამშენებლო პროცესი, რომელიც დაიწყო 2022 წლის მაისში, შეჩერდა დროებით მიწისქვეშა კომუნიკაციების მოსაწყობად აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებამდე. ამჟამად სამუშაოები განახლებულია
🟠გურიაში პროგრამით განსახორციელებელი პროექტების საერთო საორიენტაციო ღირებულება 20 მილიონი ლარია, რომელის საბოლოო ოდენობა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საფუძველზე დადგინდება. კომპანიას 12 მილიონი ლარი მიღებული აქვს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისათვის

საქართველო-სომხეთის საზღვართან, ახალი ხიდი ოფიციალურად გაიხსნა

0

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე, ახალი, ე.წ. მეგობრობის ხიდის მშენებლობა დასრულდა და ხიდი უკვე ემსახურება ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და მის სტუმრებს.

ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ახალი ხიდი საქართველომ და სომხეთმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად ააშენეს. ხიდის მშენებლობისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ორ ქვეყანას, ჯამში 7.4 მილიონ ევრომდე გამოუყო.

საქართველოს მხრიდან მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ერთობლივი ხიდის მშენებლობა რეგიონში უნიკალური პროექტია. იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს, ხოლო მეორე ნაწილი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ორმა სახელმწიფომ ხიდის მშენებლობის პროექტი ერთობლივად განახორციელეს. EBRD-ის დაფინანსებაც ორ ქვეყანაზე თანაბრად განაწილდა.

ახალი ხიდი არის 4-ზოლიანი, 160 მეტრი სიგრძის, რომელსაც ორივე მხრიდან ფეხით მოსიარულეთათვის 2.4 მეტრის სიგანის ტროტუარები აქვს.

ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების ხიდი გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების ხარისხს როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის.

სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტთან არსებული ძველი ხიდი 1960-იან წლებშია აშენებული, არის ვიწრო და ამორტიზებული. ძველ ხიდთან შედარებით, ახალი ხიდის გამტარობა გაორმაგდება, რაც ეფექტური სასაზღვრო და საბაჟო მომსახურების პირობებში, მნიშვნელოვნად გაზრდის ორ მეზობელ ქვეყანას შორის როგორც სატვირთო მიმოსვლას, ისე ტურისტების გადაადგილებას და ხელს შეუწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

ახალი ხიდის პროექტში საერთაშორისო სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიები მონაწილეობდნენ. ხიდის მშენებლობა ირანულმა კომპანიამ – Tunnel Sadd Ariana განახორციელა, ხოლო მშენებლობას კორეული საერთაშორისო კომპანია – JV of Soosung Engineering Co., Ltd and Korea Consultants International Co. Ltd – ზედამხედველობდა.

II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 4.0%-ით შემცირდა

0

2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა 36.2 ათასი კაცით (4.4%) გაიზარდა და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 63.0 ათასით (18.3%) შემცირდა და 281.6 ათასი შეადგინა.

2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა 50.2 ათასი კაცით (6.1%) გაიზარდა, თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 18.9 ათასით (4.9%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 8.1 ათასითაა (2.8%) შემცირებული.

„2022 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 51.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.3 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე გაიზარდა, როგორც ქალაქის ტიპის (0.9 პრცენტული პუნქტით), ისე სოფლის ტიპის (3.7 პროცენტული პუნქტით) დასახლებებში და შესაბამისად, 42.8 პროცენტი და 41.4 პროცენტი შეადგინა.

2022 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.4 პროცენტს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

2022 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო, ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 4.0 პროცენტული პუნქტით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.8 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.2 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.5 პროცენტული პუნქტით.

2022 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 1.6 და 2.9 პროცენტული პუნქტით,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აზარტული თამაშებით სარგებლობა მილიონზე მეტ ადამიანს აეკრძალა

აზარტული თამაშებით სარგებლობა დღეის მდგომარეობით შეზღუდული აქვს 1,449,124 პირს, მათ შორის საჯარო მოხელეებს, 25 წლამდე პირებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს. აზარტული თამაშებით მასობრივად სარგებლობა საქართველოში წლების მანძილზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, რის გამოც აზარტული თამაშების რეკლამირება და ზემოთ ჩამოთვლილი სეგმენტისთვის მისი სარგებლობით აკრძალვა ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მოხდა.