🟡პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში პროექტებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აღმაშენებელი-ქუთაისი“ ახორციელებს
🔵კომპანიამ ფაქტობრივად დაასრულა ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, განახლდა 12 შენობა და 13 000 კვმ-ის ფართობის ცენტრალური სკვერი
🟠სამუშაოები მოიცავდა მიმდებარე ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთებას, გამწვანებას, ტროტუარებისა და საპარკინგე ზონების მოწყობას
🔵ლანჩხუთში ამჟამად სრულდება ტროტუარების გაფართოვების სმუშაოები, ახლად მოწყობილი ტროტუარების კონტურის ცვლილების საჭიროება გამოიწვია გაუმართავი სანიაღვრე სისტემის ახლით ჩანაცვლების აუცილებლობამ, რის სამუშაოებსაც კომპანია საკუთარი ხარჯით აწარმოებს
🟠დასრულების ეტაპზეა სამუშაოები ოზურგეთშიც, სადაც მიმდინარეობს ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე შენობების და მიდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია
🔵ჩოხატაურში სრულდება პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები – განახლებულია დუმბაძის ქუჩაზე არსებული 8 შენობა, ტროტუარები, გაზონები და 3 სკვერი (ე.წ. კრიმანჭულის, რამიშვილისა და დუმბაძის პარკები)
🟠ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ითვალისწინებს მოედანზე 4 000 კვმ ცენტრალური პარკის მოწყობას, სადაც განთავსებული იქნება მოსასვენებელი და სხვადასხვა აქტივობებისათვის განკუთვნილი სივრცეები, ავტოსადგომები, ბილიკები და სხვადასხვა ტურისტული მომსახურების ობიექტები
🔵სამშენებლო პროცესი, რომელიც დაიწყო 2022 წლის მაისში, შეჩერდა დროებით მიწისქვეშა კომუნიკაციების მოსაწყობად აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებამდე. ამჟამად სამუშაოები განახლებულია
🟠გურიაში პროგრამით განსახორციელებელი პროექტების საერთო საორიენტაციო ღირებულება 20 მილიონი ლარია, რომელის საბოლოო ოდენობა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საფუძველზე დადგინდება. კომპანიას 12 მილიონი ლარი მიღებული აქვს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისათვის
Previous articleსაქართველო-სომხეთის საზღვართან, ახალი ხიდი ოფიციალურად გაიხსნა
Next article„განახლებული რეგიონები“-ს პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა