საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში განახლდა ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე 12 შენობა და სრულად რეაბილიტირდა 13 000 კვმ-ის ფართობის ცენტრალური სკვერი. სამუშაოები მოიცავდა მიმდებარე ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთებას, გამწვანებას, ტროტუარებისა და საპარკინგე ზონების მოწყობას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთსა და ჩოხატაურშიც ახორციელებს.

Previous articleგურიის სამივე მუნიციპალიტეტში ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია
Next articleსახელმწიფო გააგრძელებს ვაშლის მოსავლის სუბსიდირებას