Home Blog გვერდი 156

თბილისს 90 ახალი ავტობუსი მოემსახურება

0

პირველი რესპუბლიკის მოედანზე MAN-ის მარკის 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. წელს თბილისის ავტოპარკს 90 ახალი ავტობუსი დაემატა, რომელიც დიზელის ძრავზე მომუშავე „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა.
ავტობუსები სულ 82 მგზავრზეა გათვლილი, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე, USB დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა

წალკაში, დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი დოლარია და მას ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს.

შუშის ხიდის პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული კომპონენტია, რომელიც კანიონზე აშენდება და მის შუაგულში მიწიდან 200 მეტრის სიმაღლეზე ბარი განთავსდება.

მხოლოდ ხიდის მშეენებლობისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება და ის 2020 წლის ივლისში გაიხსნება. გარდა ხიდისა, პროექტი აერთიანებს სასტუმროს, რამდენიმე აუზსა და მუსიკალური ფესტივალებისთვის განკუთვნილ ტერიტორიას. კომპლექსის ტერიტორიაზე დამონტაჟდება ზიპლაინიც.

აღნიშნული ხიდი ყურადღებას მთელი მსოფლიოდან მიიპყრობს. ის 2020 წლის ივლისში გაიხსნება. შუშის ხიდის შუაში იქნება განთავსებული ცაში დაკიდებული ბარი. ჩვენი გათვლებით, მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ეწვევა წალკას აღნიშნული ღირსშესანიშანობის გახსნის შემდეგ.

„დაშბაშის კანიონის“ პროექტის განხორციელებისთვის მომავალი 3-4 წლის განმავლობაში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია ეტაპობრივად განხორციელდება.

თბილისი-მანგლისის გზაზე 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით ხორციელდებოდა.

უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია: ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, ტროტუარების, წყალგამტარი მილების და ავტოპავილიონების მოწყობის სამუშაოები

განხორციელდება უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ, საგზაო ნიშნების, დამცავი ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა

საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები აღიარებული იქნება ევროკავშირში

0

განათლების მასშტაბურმა რეფორმამ, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი ყოველთვის იქნება მიმართული განათლების სექტორისკენ, უკვე მოუტანა საქართველოს კონკრეტული შედეგი.

ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ასოციაციის წევრი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული უნივერსიტეტების დიპლომები აღიარებული იქნება ევროპაში.

ამ გადაწყვეტილებით საქართველოს დაუბრუნდება განათლების კერის ფუნქციას ჩვენს რეგიონში.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღსა და ეკატერინეს სასახლეს აღადგენს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის განვითარება, რომელთა შორისაა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისა და ეკატერინე დადიანის სასახლის რეაბილიტაცია, ზუგდიდის ბიბლიოთეკისა და სპორტ-კომპლექსის მშენებლობა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების და ღობის რეაბილიტაციას, წყალმომარაგების, სარწყავი, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემების მოწყობას. ასევე, ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებას. გაკეთდება სასეირნო ბილიკები, აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. სამუშაოები 2018 წლის დასაწყისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

პროგრამის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაცია.

სასახლე გამოირჩევა როგორც არქიტექტურულ-მხატვრული, ისე ისტორიულ მემორიალური მნიშვნელობით. მის სივრცეში ექსპონირებული დადიანთა ნივთები, ინვენტარი, რელიქვიები და საგანძური აცოცხლებს დადიანების საყოფაცხოვრებო გარემოს და მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით.
დადიანების ბაღსა და სასახლეთა კომპლექს 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ხოლო 2015 წელს მთავრობის დადგენილებით, განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. რეაბილიტაციის პროცესში მუზეუმში დაცული ყველა ექსპონატი უსაფრთხო ადგილას, ფონდ „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებულ „ნიკოსეულ სასახლეში“ იქნება გადატანილი.
ქალაქ ზუგდიდში.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის

ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფლებს, გორელოვკას და ჟდანოვს გაივლის და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება

აღნიშნული გზით სარგებლობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები, ასევე ხორციელდება სატრანზიტო გადაზიდვები
ახალციხე-ნინოწმინდას გზაზე სამუშაოები ბოლო 10 წელია არ ჩატარებულა, არსებული საფარი ძლიერ დაზიანებულია, არის მონაკვეთები სადაც საერთოდ აღარ არსებობს ასფალტის საფარი და ავტოტრანსპორტის გადაადგილება ხრეშოვან-ღორღოვან საფარზე ხდება
პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, დაგეგემილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფართოვდება არსებული გზის სიგანე, რეაბილიტირდება 3 რკინაბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 808 673 ლარია

ქუთაისში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ქუთაისში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის (II ფაზა) სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, ქალაქში არსებული ამორტიზებული მილები ახლით ჩანაცვლდა, მოსახლეობა 24 – საათიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადადის.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე თუჯის მილები ეწყობა. სამუშაოების ფარგლებში ლაღიძის, დუმბაძის, გ. ტაბიძის, გალაევი-ნიჟარაძის, სარაჯიშვილის, ყაუხჩიშვილის, კ. ლორთქიფანიძის, გრიშაშვილის ქუჩებზე მაცხოვრებელი – დაახლოებით 900 აბონენტი ახალ ქსელზე გადაერთდა, ხოლო რუსთაველის ქუჩის გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 200 აბონენტი, 24 -საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა.

წყალმომარაგების ახალ სისტემაზე გადაერთების სამუშაოები უკვე დასრულდა ასათიანის ქუჩაზე, ამ დროისთვის, სამუშაოების შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს წყალმომარაგების ძველი ქსელების გაუქმება და აბონენტების ახალ სისტემაზე გადართვა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, შემცირდა წყლის დანაკარგი და ადგილობრივ მაცხოვრებელს გაუუმჯობესდა წყლის ხარისხი.

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის (II ფაზა) სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 92,961,717.79 ლარით ფინანსდება.

ოზურგეთში ბიძინა ივანიშვილის მიერ კეთილმოწყობილი პარკი იხსნება

ოზურგეთში, შეკვეთილთან, ახალი დასასვენებელი პარკი იხსნება. პარკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით კეთილმოეწყო, ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე მდებარეობს.

გასულ წლებში ამ ტერიტორიაზე, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, კიპარისები გაშენდა და დაჭაობებული ტერიტორიაზე დროთა განმავლობაში კორომები ჩამოყალიბდა. ეზო, რომელსაც წვერმაღალასკენ ასასვლელი გზა ორად ყოფდა, გაერთიანდა და მოშორებით ახალი, ბეტონის გზა დაიგო. ამ ტერიტორიაზე გზა მთლიანად იყო დანგრეული, ახლა კი ბეტონის საფარია დაგებული.

წვერმაღალას პარკის ტერიტორიაზე არსებულ ბაღში მდებარე პატარა ტბა გაფართოვდა, გარშემო დაირგო ტირიფები, ბამბუკები და სხვა ხე-მცენარეები. პარკი ორ იარუსიანია. მეორე იარუსზე, დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე, გაკეთდა ასასვლელი კიბეები, საიდანაც დამსვენებელს ზღვის პეიზაჟის ნახვა შეეძლება. პარკის მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღი გაშენდა, იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატური. წვერმაღალას პარკი, რეგიონში ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებულ სხვა უნიკალურ პროექტებთან ერთად, ამ ზონას განსაკუთრებულს ხდის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, დამსვენებლებისთვის.

რაც შეეხება შეკვეთილის დიდ დენდროლოგიურ პარკს, რომელიც თავისი მასშტაბით უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში, მომავალ წელს გაიხსნება.

მარნეულის N1 საჯარო სკოლისთვის ახალი შენობა აშენდა

0

მარნეულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სექტემბრიდან ახალ შენობაში ისწავლიან.

საერთაშორისო სტანდარტების 2 სართულიანი სკოლის შენობა, რომელიც 350 მოსწავლეზეა გათვლილი, აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით, სახანძრო უსაფრთხოების სისტემით და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

სკოლაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და ღია სპორტული მოედანი.

ზუგდიდი-ანაკლიას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება

ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვადაზე ადრე დასრულდება
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული და დაორმოებული იყო, ვერ უზრუნველყოფდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას
პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები
ამ დროისთვის, გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
გზის რეაბილიტაციის შემდეგ ზუგდიდი-ანაკლიას დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი