ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვადაზე ადრე დასრულდება
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული და დაორმოებული იყო, ვერ უზრუნველყოფდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას
პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები
ამ დროისთვის, გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
გზის რეაბილიტაციის შემდეგ ზუგდიდი-ანაკლიას დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი

Previous articleკიკვიძის ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
Next articleმარნეულის N1 საჯარო სკოლისთვის ახალი შენობა აშენდა