წალკაში, დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი დოლარია და მას ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს.
შუშის ხიდის პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული კომპონენტია, რომელიც კანიონზე აშენდება და მის შუაგულში მიწიდან 200 მეტრის სიმაღლეზე ბარი განთავსდება.
მხოლოდ ხიდის მშეენებლობისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება და ის 2020 წლის ივლისში გაიხსნება. გარდა ხიდისა, პროექტი აერთიანებს სასტუმროს, რამდენიმე აუზსა და მუსიკალური ფესტივალებისთვის განკუთვნილ ტერიტორიას. კომპლექსის ტერიტორიაზე დამონტაჟდება ზიპლაინიც.
აღნიშნული ხიდი ყურადღებას მთელი მსოფლიოდან მიიპყრობს. ის 2020 წლის ივლისში გაიხსნება. შუშის ხიდის შუაში იქნება განთავსებული ცაში დაკიდებული ბარი. ჩვენი გათვლებით, მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ეწვევა წალკას აღნიშნული ღირსშესანიშანობის გახსნის შემდეგ.
„დაშბაშის კანიონის“ პროექტის განხორციელებისთვის მომავალი 3-4 წლის განმავლობაში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია ეტაპობრივად განხორციელდება.