Home Blog გვერდი 155

120 დევნილ ოჯახს მცხეთაში ბინები გადაეცა

120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა.

120 ბინიდან, 54 ერთოთახიანია, 39 – ოროთახიანი, 24 – სამოთახიანი და 3 – ოთხოთახიანი.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, 3 ნგრევადი და ერთი სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსში გადაეცათ.

კორპუსების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია. გზებზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი და დამონტაჟებულია გარე განათება. ორივე კორპუსს საკუთარი ავტოსადგომი აქვს. შენობები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მცხეთაში, ორი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარი გამოყო.

ახალაშენებულ კორპუსებში დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის შემდეგ, მცხეთაში დევნილთა განსახლების პრობლემა, ფაქტობრივად, გადაიჭრა.

ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

0

პირველ ეტაპზე, პროექტი ბუდაპეშტის ქუჩაზე მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა. შესაბამისად, კომპანია GWP-მ მთლიანად შეცვალა წყალარინების ქსელი და წყალმომარაგების სისტემა. ასევე, გაკეთდა სანიაღვრეები. ადგილზე მუშაობდა კომპანია „ყაზტრანსგაზიც“, რომელმაც გაზის მილები შეცვალა. ამჟამად გზის საფარის დაგება იწყება. სამუშაოები ბუდაპეშტის ქუჩაზე, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში დასრულდება. პარალელურად, კომპანია გზის მოწყობის სამუშოებს ხვალიდან კანდელაკის ქუჩაზეც დაიწყებს. პროექტის ფარგლებში, კანდელაკის ქუჩაზე მოეწყობა ტროტუარები, ახალი ბორდიურები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება LED სანათები. რეაბილიტაციის შემდეგ ეს ქუჩები სრულად მოწესრიგდება

რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას, ტროტუარების განახლებას, ბორდიურის შეცვლას და 1,2 კმ სიგრძეზე 20 000 მ2 გზის საფარის გამოცვლას.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები

ამ დროისთვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე, ხიდების მშენებლობა, ყრილის მოწყობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები და ელექტროგადამცემი ხაზების გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს

აღნიშნული გზა აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელება იქნება, რომლის 5 კილომეტრიც ამ პროექტის დასრულების შემდეგ შევა ექსპლუატაციაში

ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

0

ვახუშტის ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია. ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აქ პრობლემა საკმაოდ სერიოზული იყო, რაც ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა.

ასევე, გრძელდება საყრდენების მოპირკეთებისა და განათების სამუშაოები. ამ პროექტის ფარგლებში, საყრდენების გამაგრების სამუშაოებიც ჩატარდა – შეიცვალა ხიდის საყრდენი ბოძები, მიწისქვეშ მოექცა ელექტროსადენები, დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები, LED ნათურებით. ასევე, მოწესრიგდა კუნძულები და გამწვანება, ასევე, დამატებით დაირგვება ახალი მცენარეები.

ქუთაისში მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხანა გაიხსნა

0

ქუთაისში მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხანა გაიხსნა. საწარმოში 300 ადამიანი დასაქმდება.

მაღალი ეფექტურობის ფოტოვოლტური მზის ენერგიის მოდულების წარმოების ლიდერი შპს “აე სოლარის” უახლესი საწარმო 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და ავტომატური რობოტიზებული კონვეირების მეშვეობით 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს.

ქუთაისში დამზადებული მზის პანელებით მომარაგდება ისეთ მნიშვნელოვანი ბაზრები, როგორებიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ახლო აღმოსავლეთი.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა დაიწყო

რეგიონში უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული პროექტის – რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა დაიწყო. ეს პროექტი ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია საინჟინრო თვალსაზრისით, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა

ამ დროისთვის, სამუშაოები უკვე დაწყებულია რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისასა 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელ სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ ამ გზის გავლა 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის

ქუთაისის შემოვილი გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ამ ეტაპზე, მიწის სამუშაოები, მცენარეული ფენის მოხსნა, ჭრილების დამუშავება, ყრილის მოწყობა, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა მიმდინარეობს
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, ქუთაისი-სამტრედიის გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტია

კოდა–ფარცხისი-მანგლისი–წალკა–ნინოწმინდას საავტომობილო გზის 16 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

კოდა–ფარცხისი-მანგლისი–წალკა–ნინოწმინდას საავტომობილო გზის 16 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
სარეაბილიტაციო მონაკვეთი გაივლის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებს: ტბეთი, სამება, განთიადი, საყდრიონი და აიაზმა
აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას
პროექტის ფარგლებში: რეაბილიტირდება 16 კმ-იანი გზა და მონაკვეთზე არსებული ხელოვნური ნაგებობები. მოეწყობა ტროტუარები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები
განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მოწყობის სამუშაოები
სამუშაოები 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2019 წლის ნოემბერში დასრულდება

მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება

0

2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება.

პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის ზაფხულში დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და აიმაღლებენ სტატუსს, ასევე მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლის დადგომისას, 2019 წლის სექტემბრიდან.

საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების, სტატუსის ამაღლების და, შესაბამისად, პროფესიული საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი;

ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება.

ზუგდიდში, სოფელ რუხში, მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდა

0

კომპლექსი შედგება 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის დამხმარე შენობა-ნაგებობებისგან. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი გათვლილია 220 საწოლზე. პარალელურად, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.