ვახუშტის ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია. ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აქ პრობლემა საკმაოდ სერიოზული იყო, რაც ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა.

ასევე, გრძელდება საყრდენების მოპირკეთებისა და განათების სამუშაოები. ამ პროექტის ფარგლებში, საყრდენების გამაგრების სამუშაოებიც ჩატარდა – შეიცვალა ხიდის საყრდენი ბოძები, მიწისქვეშ მოექცა ელექტროსადენები, დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები, LED ნათურებით. ასევე, მოწესრიგდა კუნძულები და გამწვანება, ასევე, დამატებით დაირგვება ახალი მცენარეები.

Previous articleქუთაისში მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხანა გაიხსნა
Next articleზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს