120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა.
120 ბინიდან, 54 ერთოთახიანია, 39 – ოროთახიანი, 24 – სამოთახიანი და 3 – ოთხოთახიანი.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, 3 ნგრევადი და ერთი სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსში გადაეცათ.
კორპუსების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია. გზებზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი და დამონტაჟებულია გარე განათება. ორივე კორპუსს საკუთარი ავტოსადგომი აქვს. შენობები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
მცხეთაში, ორი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარი გამოყო.
ახალაშენებულ კორპუსებში დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის შემდეგ, მცხეთაში დევნილთა განსახლების პრობლემა, ფაქტობრივად, გადაიჭრა.