Home Blog გვერდი 153

15 ახალი ევროპული მიმართულება

0

ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი, ტურკუ — ეს 12 ახალი მიმართულებაა, რომლებსაც Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამატებს.

გარდა ამისა, ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას Wizz Air მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან შეასრულებს რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში.

ხოლო, 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით დაემატება კიდევ ევროპის 5 ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი. საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

0

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის სამუშაოები დაასრულა.

აღნიშნული გზაგამტარი წარმოადგენს რკალისებურ ესტაკადას, რომელიც იწყება სარაჯიშვილის ქუჩიდან, ზემოდან გადადის მარშალ გელოვანის გამზირზე და უერთდება აღნიშნული გამზირის მცხეთისკენ მიმავალ მიმართულებას.

პროექტი უზრუნველყოფს მოძრაობის განტვირთვას ვაშლიჯვრის დასახლებაში, გაზრდის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას საბურთალოსა და დიღომს შორის, ასევე, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით.

სამშენებლო სამუშაოების პროცესში პროექტში შევიდა ცვლილებები. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ალტერნატიული პროექტით, თავდაპირველ პროექტთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ხე-მცენარე მოიჭრა. მაგალითად, თავდაპირველი პროექტით თუ გათვალისწინებული იყო 47 დიდი და 198 პატარა ხე-მცენარის მოჭრა, ალტერანტიულით მოიჭრა სულ 17 ერთეული ხე-მცენარე, ხოლო გადაირგო 27; საკომპენსაციოდ დაირგო 140 ხე-მცენარე; ამავე დროს, ალტერნატიული პროექტის მიხედვით, თბილისის მერიას ნაკლები შეხება მოუწია კერძო საკუთრებასთან, რამაც დაზოგა დედაქალაქის ბიუჯეტი; 246 მ სიგრძის ესტაკადის სავალი ნაწილი ორზოლიანია და 8-მეტრი სიგანისაა, ნაცვლად 6 მეტრისა.

სავალი ნაწილის გარდა, ესტაკადას ცალმხრივად მიჰყვება 2მ სიგანის ტროტუარი. შშმ პირთათვის გადაადგილების გამარტივებისთვის მარშალ გელოვანის გამზირის ორივე მხარეს დამონტაჟდება ლიფტები.

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენსისი“ აწარმოებდა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო

0

ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. საგზაო სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები და ხელოვნური ნაგებობები მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი გზა დავითაიას ქუჩას მერვე ლეგიონის დასახლებასთან, მთისძირის ქუჩასთან დააკავშირებს.

თბილისის იერსახის დამახინჯება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება

0

ქაოტური განაშენიანება და სამშენებლო პირობების არსებითი დარღვევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
მომზადდა ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, შეიმუშავებს შესაბამის ნორმებს, კრიტერიუმებს შეიმუშავებს, საბოლოოდ კანონის სახეს მიიღებს.
დაგეგმილი ცვლილებებით, შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე მასში ცხოვრება და იქ საქმიანობაც აკრძალული იქნება.
უფრო კონკრეტულად, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს K1 და K2 პარამეტრების დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებლობის შეჩერების აქტის შეუსრულებლობა, რაც ნიშნავს ამ აქტისადმი დაუმორჩილებლობას და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელებას.

ქალაქ თბილისის იერსახის დამახინჯება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება

0

ქაოტური განაშენიანება და სამშენებლო პირობების არსებითი დარღვევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
მომზადდა ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი განხილავს, შესაბამის ნორმებს, კრიტერიუმებს შეიმუშავებს და საბოლოოდ კანონის სახეს მიიღებს.
დაგეგმილი ცვლილებებით, შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე მასში ცხოვრება და იქ საქმიანობაც აკრძალული იქნება.
უფრო კონკრეტულად, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს K1 და K2 პარამეტრების დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებლობის შეჩერების აქტის შეუსრულებლობა, რაც ნიშნავს ამ აქტისადმი დაუმორჩილებლობას და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელებას.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროს 700-მეტრიანი მონაკვეთის გზის საფარის მოწესრიგება იწყება

0

თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს 700-მეტრიანი მონაკვეთის გზის საფარის მოწესრიგებას იწყებს.

საგზაო სამუშაოები გალაკტიონის ხიდიდან ლაგუნა ვერესთან არსებულ პანდუსამდე განხორციელდება.

გზის საფარი პირველ რიგში მოიფრეზება.
გამომდინარე იქიდან რომ ქალაქში სხვა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მძღოლების შეყოვნებისგან თავის აცილების მიზნით,სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება. სამუშაოები 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს

0

მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს. პროექტის ფინანსურ შეთანხმებას, რომელიც ეროვნული იდეის, განათლების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ხელი დღეს მოეწერა.

პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები იქნებიან. პროექტში მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული იმ მოსწავლეებზე, რომლებიც მთიან რეგიონებსა და სოფლებში სწავლობენ. მათ შორის, არის ცალკე პროგრამა ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში მცხოვრები მოსწავლეების მხარდასაჭერად.

მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გამოყოფილი 90 მილიონი ევროდან, ძირითადი ნაწილი – 70 მილიონი ევრო – სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა ეწყობა

სოფელ ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები 2 წლის წინ დაიწყო და წელს ზაფხულში დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური მოედნის, ღობის, ჭიშკრების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შენობების ფასადების რეაბილიტაციას, მცირე სკვერის მოწყობას და სუვენირების მაღაზიის, პარკინგის მშენებლობას.

26 კმ-იანი გზის მონაკვეთი, რომელიც 8 სოფელს აკავშირებს, ათწლეულების განმავლობაში პრაქტიკულად არ არსებობდა

ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა ეწყობა

სოფელ ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები 2 წლის წინ დაიწყო და წელს ზაფხულში დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური მოედნის, ღობის, ჭიშკრების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შენობების ფასადების რეაბილიტაციას, მცირე სკვერის მოწყობას და სუვენირების მაღაზიის, პარკინგის მშენებლობას.

26 კმ-იანი გზის მონაკვეთი, რომელიც 8 სოფელს აკავშირებს, ათწლეულების განმავლობაში პრაქტიკულად არ არსებობდა.