თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს 700-მეტრიანი მონაკვეთის გზის საფარის მოწესრიგებას იწყებს.
საგზაო სამუშაოები გალაკტიონის ხიდიდან ლაგუნა ვერესთან არსებულ პანდუსამდე განხორციელდება.
გზის საფარი პირველ რიგში მოიფრეზება.
გამომდინარე იქიდან რომ ქალაქში სხვა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მძღოლების შეყოვნებისგან თავის აცილების მიზნით,სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება. სამუშაოები 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.