Home Blog გვერდი 152

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ახალი 2 ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება.პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
შემოვლითი გზის 13 კმ-იან მონაკვეთზე, პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.
პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.

ლანჩხუთის სოფლებში გაზიფიცირება მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჭალასა და აცანას გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ორივე სოფელში აშენდება გაზსადენი და 503 კომლს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის პირველ ნახევარში დასრულდება.

ყვარელში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა

0

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო „ჯორჯიაზ ნეიჩრლი“ ამოქმედდა.

საწარმოში ჯამურად 3 მილიონ ლარამდე ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან მილიონ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტია.
საწარმოში, წლიურად, 4 000 ტონა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. საწარმოში დასაქმდა 25 ადამიანი.

კომპანია „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია.

შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიწისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტის ღირებულება 20 888 888 ლარია
ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზა დაახლოებით 52 კმ-მდე სიგრძის იქნება
ზემო იმერეთი – რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება
ამ დროისთვის, ზემო იმერეთი-რაჭის გზის პროექტის პირველ ლოტის 2.5 კმ-ზე სამუშაოები დარსულებულია, ხოლო მე-2, მე-4 და მე-6 ლოტებზე სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება დანარჩენ მოანკევთებს, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს

 

დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყო

0

ამ პროექტის განხორციელებას ჯამში 16 თვე და ორ მილიონ ლარზე მეტი დასჭირდება.

ამ პერიოდში კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია, რეაბილიტირდება ერეკლე მეფის აბანო, გალავანი და დრენაჟი. გარდა ამისა, განხორციელდება ფერისცვალების ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც 51 157 ლარი ჯდება.

პროექტი ითვალისწინებს: რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობას ლითონის ცხაურებით და ჭებით; წვეთოვანი სარწყავი სიტემის მოწყობას; გარე განათების სისტემის დეკორატიული სანათების მოწყობას; მწვანე ნარგავების დაცვას; ლითონის კარებისა და ჭიშკრის გაწმენდა და ახლიდან შეღებვას. ეზოში არსებული მაღალი ტერასის დაშლას და ნაყარი მიწის გატანას.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 15 სპეცმანქანა შეემატა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 15 სპეცმანქანა შეემატა.

სპეცმანქანების მეშვეობით, ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სპეცტრანსპორტით რთულ რელიეფზე გადაადგილება და ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ოპერატიულად იქნება შესაძლებელი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის სპეცმანქანების გადაცემა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განვითარებას ისახავს მიზნად.

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია

0

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის თანახმად მომზადებულ რეიტინგში საქართველო პირველ პოზიციაზე დასახელდა.

საქართველომ 12 ინდიკატორიდან 9 ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო. ამასთან, 2018 წლის რეიტინგთან შედარებით ქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა.

საქართველო ლიდერია რეიტინგის შემდეგ 9 ინდიკატორში: მარეგულირებელი გარემო, სამეწარმეო გარემო, დამხმარე სერვისები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და start-up-ებისთვის, სახელმწიფო შესყიდვები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, სამეწარმეო უნარები, ინოვაციები, მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაცია.

თბილისს დასუფთავების 25 ახალი მანქანა მოემსახურება

0

თბილისის დასუფთავებას 25 ახალი მანქანა მოემსახურება. 25 ერთეული ახალი ტექნიკიდან 22 ნაგავმზიდია, რომელიც მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს. ასევე, შეძენილია ერთი გზის დასახაზი მანქანა-დანადგარი და ორი მარილმომყრელი და თოვლმწმენდი, რომლებიც დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის დროს, გზის გაწმენდასა და ტექნიკური მარილის დაყრას უზრუნველყოფს.

გუდაურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რადისონ ბლუ გუდაური“ გაიხსნება

0

გუდაურში ხუთვარსკვლავიანი „რადისონ ბლუ გუდაური“ გაიხსნება.

პროექტის მთავარი მიზანია, გუდაური გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი საერთაშორისო ტურისტებისთვის, ვისთვისაც კომფორტი და მაღალი ხარისხის მომსახურება მნიშვნელოვანია. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ისეთი ბრენდის სასტუმროს გახსნა, როგორიც „რადისონია“, ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურიზმის განვითარებას, გუდაურს კი ოთხი სეზონის კურორტად გარდაქმნაში დაეხმარება.

სასტუმროში განთავსებული იქნება: 56 სასტუმრო ოთახი, 2 რესტორანი, ლობი და აპრეს-სკი, საკონფერენციო დარბაზები და 300 კვ. მ-იანი საღონისძიებო დარბაზი, სპა ცენტრი, სპორტული დარბაზი, დახურული აუზი, საბავშვო ზონა, თხილამურის საწყობი და ავტოსადგომი.