ამ პროექტის განხორციელებას ჯამში 16 თვე და ორ მილიონ ლარზე მეტი დასჭირდება.
ამ პერიოდში კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია, რეაბილიტირდება ერეკლე მეფის აბანო, გალავანი და დრენაჟი. გარდა ამისა, განხორციელდება ფერისცვალების ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც 51 157 ლარი ჯდება.
პროექტი ითვალისწინებს: რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობას ლითონის ცხაურებით და ჭებით; წვეთოვანი სარწყავი სიტემის მოწყობას; გარე განათების სისტემის დეკორატიული სანათების მოწყობას; მწვანე ნარგავების დაცვას; ლითონის კარებისა და ჭიშკრის გაწმენდა და ახლიდან შეღებვას. ეზოში არსებული მაღალი ტერასის დაშლას და ნაყარი მიწის გატანას.