თბილისის დასუფთავებას 25 ახალი მანქანა მოემსახურება. 25 ერთეული ახალი ტექნიკიდან 22 ნაგავმზიდია, რომელიც მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს. ასევე, შეძენილია ერთი გზის დასახაზი მანქანა-დანადგარი და ორი მარილმომყრელი და თოვლმწმენდი, რომლებიც დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის დროს, გზის გაწმენდასა და ტექნიკური მარილის დაყრას უზრუნველყოფს.