Home Blog გვერდი 15

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარას სკოლების რეაბილიტაცია დასრულდა

0

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარას სკოლების რეაბილიტაცია დასრულდა
ძველ სკოლებში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსწავლეები უკვე გამართული და კეთილმოწყობილი სასკოლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

ჯამში, 2000 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა.
სარეაბილიტაციო სკოლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

default
default

default
default

გურიის რეგიონში 46 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია სრულდება

0
guria
default

გურიის რეგიონში 46 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია სრულდება.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორდციელდება, რომელიც 6 სხვადასხვა მონაკვეთს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის, ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს და ასევე, ნასაკირალის გზის მონაკვეთს. ნასაკირალის მონაკვეთი, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის შემადგენელი ნაწილია. ეს მონაკვეთი უმოკლესი გზით აკავშირებს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს და გურიისა და აჭარის რეგიონებს.
გარდა ამ 46 კმ-ისა, დამატებით გურიის რეგიონში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით წლის ბოლომდე 4 პროექტის ფარგლებში 43 კმ-მდე კმ გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, ასევე, მიმდინარეობს 1 ახალი ხიდის მშენებლობა და 4 ნაპირსამაგრი პროექტი – სიგრძით 1,5 კმ.
მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში საგზაო ინფრატსრუქტურას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. მოსახლეობა კი კომფორტული და უსაფრთხო გზებით ისარგებლებს.

default

default

ქუთაისში 480 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მრავალი წელია ელოდით ბინების გადმოცემას. ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები. მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდია ის ტკივილი, რომელიც ჩვენ ამ ომმა მოგვაყენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ქვეყნის 20% არის დროებით ოკუპირებული და ეს არის დროებითი ოკუპაცია.

„პირველ რიგში, მინდა მივესალმო ჩვენს ძვირფას მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს, ახალგაზრდებს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს. მინდა მივესალმო ქუთაისის მერს, გუბერნატორს და განსაკუთრებული სითბოთი, სიყვარულით მინდა მოგესალმოთ თქვენ, ჩემო ძვირფასებო.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მრავალი წელია ელოდით ბინების გადმოცემას. ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები. მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდია ის ტკივილი, რომელიც ჩვენ ამ ომმა მოგვაყენა. ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დავკარგეთ ამ ომებში და, რაც მთავარია, დღეს ჩვენი ქვეყნის 20% არის დროებით ოკუპირებული, მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის დროებითი ოკუპაცია. მე მჯერა, რომ ღმერთის დახმარებით, უფლის შეწევნით, ჩვენ, ჩვენი სწორი პოლიტიკით, შედეგზე გათვლილი, ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო დიდი ოცნება და ეროვნული მიზანი ეს უნდა იყოს.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენი პოლიტიკოსები, რომელთა პასუხისმგებლობაც არის, ყველასი, მნიშვნელობა არა აქვს ოპოზიციაში არის ადამიანი, თუ პოზიციაში, ხელისუფლებაში, ყველას ამოცანა უნდა იყოს სწორედ გაერთიანება. ნებისმიერ ადამიანს ვკითხოთ აქ, რა არის თქვენი მთავარი საზრუნავი, საფიქრალი, ხომ არის თქვენი დაბრუნება თქვენს სახლებში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში. მე მჯერა, ეს დღე აუცილებლად დადგება, იმიტომ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა გვაახლოებს ამ დიდ მიზანთან ყოველდღე. მე ამის ღრმად მწამს, ამის მჯერა, ამას ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დასრულდა სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, დღეს 480 ოჯახი მიიღებს ბინას და 320 ბინა დასრულდება ძალიან მალე.

„ჩვენ არაერთი ომი გამოვიარეთ 90-იანებში, შემდეგ კიდევ უფრო დიდი უბედურება – სამოქალაქო ომი გვქონდა და შემდეგ, რა თქმა უნდა, ის უბედურება, რაც ჩვენ გამოვიარეთ, – 2008 წლის ომი, დამატებით 20 000-ზე მეტი დევნილი, იძულებით გადაადგილებული პირი მივიღეთ კიდევ ქვეყნის შიგნით, დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა ჩააბარა წინა ხელისუფლებამ და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის ტკივილი, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა აღვნიშნო, რომ ეს განსაცდელი აძლიერებს ჩვენს ხალხს. ამ ყველაფერზე სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ქართველებმა, ყველამ, ჩვენი ქვეყნის მიწაზე მცხოვრებმა ყველა ადამიანმა.

დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს დევნილებს, დროებით დევნილებს, მე ასე ვიტყოდი, იმიტომ, რომ მჯერა, რომ თქვენ დაბრუნდებით აფხაზეთში, ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში, 480 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს. აქ დასრულდა სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, დღეს 480 ოჯახი მიიღებს და 320 ბინა დასრულდება ძალიან მალე, ხედავთ, რომ აქვე მიმდინარეობს ბოლოში მშენებლობა, და, ჯამში, 800 ოჯახი მიიღებს ბინებს ამ უბანში.

ამას გარდა, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ მასშტაბური სამუშაოები დავიწყეთ, მოგეხსენებათ, თბილისში, რუსთავშიც, ქუთაისშიც. მე ახლა რამდენიმე ხანში ვაპირებ, რომ მოვინახულო ახალი ლოკაცია, სადაც ჩვენ დავიწყეთ უკვე მშენებლობა. ესაა 720 ბინის მშენებლობის პროექტი, ჯამში, სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდება და მაქსიმუმ 2025 წლის ბოლოს დასრულდება. ესაა 70 მლნ-ზე მეტი ღირებულების პროექტი. იქაც 720 ოჯახს გადავცემთ ბინებს. ჯამში, ბოლო 10 წელიწადში, ჩვენ 31 000 ოჯახს გადავეცით ბინები, დავუკანონეთ და ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო ბინები და საცხოვრებელი სახლები.

ჩვენ ასევე დავიწყეთ სოფლად სახლების გადაცემის პროგრამაც, რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა. მომდევნო 2-3 წელიწადში დამატებით 13 000 ოჯახი მიიღებს ბინებს, აქედან 7 000 იქნება ბინა და 6 000 იქნება სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გადასაცემი სახლები.

ჩვენ არავის ვედრებით, მაგრამ სხვები გვედრებიან, და შედარებისთვის რომ გავიხსენოთ, 2012 წელს, ბიუჯეტი, რომელიც გათვალისწინებული იყო ჩვენი ძვირფასი დევნილებისთვის, შეადგენდა 25 მლნ ლარს. წელს დევნილების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 233 მლნ ლარს, – თითქმის 10-ჯერ არის გაზრდილი. ეს ფული, რა თქმა უნდა, ხმარდება სახლების მშენებლობას, ბინების მშენებლობას და ა.შ. ამით, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას თქვენ მიმართ, ესაა ჩვენი ვალდებულება, ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ხელისუფლებამ ღირსეული პირობები შეუქმნას დროებით დევნილობაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რისიც მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. და მე ვისურვებდი, რომ ასეთი და უკეთესი, და ძალიან ბევრი ბინის მშენებლობა დავიწყოთ მალე აფხაზეთში. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ამოცანა, თქვენთვისაც, აფხაზებისთვისაც და ოსებისთვისაც. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა, მეგობრებო, მშვიდობით, სტაბილურობითა და გონივრული პოლიტიკით. ამას, მჯერა, მივაღწევთ და ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება. ამ იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ყველანი.

მინდა ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, პირველ რიგში, კეთილდღეობა თქვენ და თქვენს შვილებს, ყველას, თქვენს ოჯახებს და გისურვოთ მალე დაბრუნება თქვენს მშობლიურ მხარეში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი,“ – განაცხადა პრემიერმა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბ აზარაშვილთან ერთად ერთ-ერთი ბინა დაათვალიერა.

ქუთაისში დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შერვაშიძის ქუჩაზე მოეწყო. კორპუსები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.

თბილისში პოლიციის ქალაქი შენდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თბილისში, საცხოვრებელი კომპლექსი „პოლიციის ქალაქი” შენდება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, პირველ ეტაპზე, 1000-ზე მეტი მოქმედი პოლიციელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მიიღებს ბინას.
პოლიციელებს ბინები შეღავათიან ფასად გადაეცემათ – 1კვ.მ ფართობზე 300 ლარს გადაიხდიან, დანარჩენ ღირებულებას კი სახელმწიფო დაფარავს.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს

ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამისთვის, წელიწადში, დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ საქართველოში, დღეს არ არის ყველა ის პირობა იმისთვის შექმნილი, რომ პაციენტებს სრულყოფილი და ხარისხიანი, კარგი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისებისთვის როგორიცაა, თუნდაც პროტონული თერაპია, დასხივება და ა.შ. რომელიც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ზოგ შემთხვევაში, 100 ათასი ევრო ჯდება ერთ კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. შერჩეული გვაქვს რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების თუ მგზავრობის. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის მკურნალობა დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენი ვალია ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. კარგია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო თანხები ამ მიზნით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რეფერენტული ფასი ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო დამატებით 300-ზე მეტ მედიკამენტზე ამოქმედდა

0

18 მარტიდან, რეფერენტული ფასი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო, დამატებით 300-ზე მეტ მედიკამენტზე ამოქმედდა. საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს.

აღნიშნული მედიკამენტების სია, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება.

რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან.

მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება.

რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, ეტაპობრივად, სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება.

მედიკამენტების სია

საქართველოს მასშტაბით რეგიონების წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება

მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება.

გურჯაანის სოფლების: ველისციხის, ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოები სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილების მოწყობასა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, დამატებით მოეწყობა ველისციხის ქსელი, მეორე ეტაპის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება სოფლებში არსებული წყალმომარაგების ქსელი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ გეგუთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, მაგისტრალებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა.

მცხეთის სოფლების: წეროვანისა და გოროვანის ძირითად დასახლებებში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სათავე ნაგებობების, სატუმბი სადგურის, მაგისტრალებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა, გარდა ამისა რეაბილიტირდება არსებული რეზერვუარები.

გარდაბნის სოფლების: ნაზარლოს, ქესალოსა და ვახტანგისის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების ფარგლებში სამივე სოფლისთვის მოეწყობა სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილი, რეზერვუარები. ხოლო, დამატებით სოფელი ვახტანგისისთვის მოეწყობა წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი, ნაზარლოსა და ქესალოში დაგეგმილია სატუმბი სადგურებისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში წყალმომარაგების სისტემის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გვერდისუბნისა და ბაინათხევის უბნებისთვის ეწყობა წყალმომარაგების ქსელები და რეზერვუარი. დამატებით, დაბა სურამისთვის მოეწყობა სატუმბი სადგური.

ქალაქ ოზურგეთსა და ქვემო ნატანებში-წითელი სხივისა და ნარუჯის უბნებში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილია: არსებული სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის სრული რეაბილიტაცია. დამატებით მოეწყობა მაგისტრალური მილები. წითელი სხივისა და ნარუჯის უბნებში მოეწყობა სატუმბი სადგური, მაგისტრალი, რეზერვუარი და გამანაწილებელი ქსელი. პროექტი ასევე ითვალისწინებს დაბა ურეკისთვის ჭაბურღილების მოწყობას.

წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, ახალი წყლის გამწმნედი ნაგებობების მოწყობას, რეზერვუარების, მაგისტრალური მილებისა და 60 კმ-მდე შიდა ქსელების რეაბილიტაცია/მშენებლობას, პროექტირების დასრულებისთანავე, დაიწყება ქალაქის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოები.

დაბა სტეფანწმინდისა და სოფელი გერგეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სატუმბი სადგური, რეზერვუარი, საქლორატორო, მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების ქსელი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელი ტალავერში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილია: არსებული ჭაბურღილებისა და რეზერვუარის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების ქსელი, დამატებით მოეწყობა ახალი რეზერვუარი.

2020-2022 წლებში დაბა ფასანაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის I ეტაპის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო სათავე ნაგებობები, რეზერვუარი და მაგისტრალური მილი, მეორე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს დარჩენილი, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომლის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, სოფელ ფარცხანაყანევისა და მაღლაკის წყალმომარაგების სისტემის ნაწილი რეაბილიტირებულია, დარჩენილი ნაწილი კი საჭიროებს ახალი სისტემის მოწყობას.

ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებით გათვალისწინებულია წყლის გამწმენდი ნაგებობის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა, დამატებით მოეწყობა, 10 კმ-მდე წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი და 7 კმ ფოლადის მაგისტრალური მილი.

ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის ფარგლებში, მოეწყობა ახალი ჭაბურღილები და სატუმბო სადგური. რეაბილიტირდება არსებული საქლორატორო, გარდა ამისა, დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით მოეწყობა 22 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი და 11,5 კმ მაგისტრალური მილი, დამატებით რეაბილიტირდება 1,5 კმ-მდე არსებული მაგისტრალური მილი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაბა გუდაურის ალტერნატიული წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები იწყება

0

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაბა გუდაურისთვის სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები იწყება.

პროექტის განხორციელების შემდეგ კურორტზე მოსახლეობისა და დამსვენებელთა მზარდი რაოდენობისთვის ალტერნატიული წყალმომარაგების რესურსი შეიქმნება, რაც სრულად უზრუნველყოფს დაბა გუდაურისთვის უწყვეტ რეჟიმში, ხარისხიანი წყლის მიწოდებას.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2025 წლის ზამთრის სეზონზეა დაგეგმილი. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის 2 წელი

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის 2 წელი:

• პრემიერად დამტკიცების დროს ქვეყანაში იყო პანდემია, არ იყო საკმარისი ვაქცინები და ეკონომიკა იყო ჩაკეტილი. ირაკლი ღარიბაშვილის პირადი კონტაქტების დამსახურებით, ქვეყანაში მოკლე დროში შემოვიდა მილიონზე მეტი ვაქცინა, გაიხსნა ეკონომიკა, დააკავეს დამნაშავე მელია რომელიც ნაციონალების ოფისში იყო გამაგრებული, რომლის გამოც წინამორბედი პრემიერი მოღალატეობრივად გადადგა და ქვეყანაში აღდგა წესრიგი;

• გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტების ფასები საშუალოდ 60-დან 80%-ამდე შემცირდა, ხოლო რეფერენტული ფასების დადგენის შემდგომ ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტები დამატებით საშუალოდ 40%-ით გაიაფდა;

• მკაცრად შეიზღუდა ონლაინ კაზინოები, წვდომა შეეზღუდათ 25 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, საჯარო მოხელეებს და სოციალურად დაუცველებს. აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა;

• უახლოეს მომავალში მოსალოდნელია სურსათის და ნავთობპროდუქტის ფასების შემცირება;

• საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა;

• უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე;

• გამყარდა ლარის კურსი;

• ბიუჯეტის დეფიციტი 9.3%-დან შემცირდა 3.1%-მდე;

• 2022 წელს ტურიზმიდან მივიღეთ რეკორდული, 3 მილიარდ 517 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი;

• ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 50-დან 80 მილიარდ ლარამდე იზრდება, ხოლო პერ კაპიტა 8000$-მდე;

• დააკავეს ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად შემოპარული სააკაშვილი;

• დააკავეს და ქვეყანაში ჩამოიყვანეს წლების მანძილზე ძებნილი ჯალათი მეგის ქარდავა;

• ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩების, სკვერების და შენობების რეაბილიტაცია და სამუშაოების პირველი ნაწილი უკვე დასრულებულია;

• პრემიერმა წარმატებით შეძლო მედიაცია სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის, რის შემდეგ სომხეთს 15 ტყვე, ხოლო აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკები გადაეცა;

• საჯარო მოხელეებს ხელფასები ჯამში 20%-ით გაეზარდათ, ძალოვან სტრუქტურებს 30%-ით;

• გაიზარდა პენსიები და სოციალურად დაუცველთა დახმარებები, გაორმაგდა სოციალურად დაუცველი ბაშვების დახმარება;

• სოციალურად დაუცველ მოქალაქეები დასაქმდნენ საზოგადოებრივ სამუშაოებზე;

• შეიქმნა დამატებით 220 000 სამუშაო ადგილი;

• ახალი საცხოვრებელი გადაეცა 6933 დევნილ ოჯახს;

• საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს;

• დაიწყო 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია;

• იწყება 300 ახალი ბაღის მშენებლობა;

• რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ საბავშვო ბაღს;

• შენდება “ჯარის ქალაქი,” ასევე აშენდება “პოლიციის ქალაქი”;

• ქვეყნის მასშტაბის დაწყებულია წყალანირების პროგრამა, რაც სოფლების 24 საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს. მიმდინარეობს გზების დაგება/რეაბილიტაცია;

• გაიწერა ქვეყნის განვითარების ხედვა 2030;

• საქართველოს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდენარედ გადაეცა მიწის ნაკვეთი, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება;

• წელსვე დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა;

• ქვეყანაში არის სტაბილური სიტუაცია და უამრავი მცდელობის მიუხედავად, ამ სტაბილურობის დარღვევა ვერ ხერხდება დესტაბილიზაციის მსურველების მიერ და ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს.

სოფელ საბირქენდში 450 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა

0

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში 450 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში: აშენდა ახალი შენობა, მოეწყო საკლასო ოთახები, გასართობი სივრცეები და სპორტული მოედანი. დამონტაჟდა გათბობის და კანალიზაციის სისტემები, მოპირკეთდა გარე სივრცე. შენობა სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტის ღირებულებამ 6 264 667 ლარი შეადგინა.