მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება.
გურჯაანის სოფლების: ველისციხის, ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოები სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილების მოწყობასა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, დამატებით მოეწყობა ველისციხის ქსელი, მეორე ეტაპის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება სოფლებში არსებული წყალმომარაგების ქსელი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ გეგუთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, მაგისტრალებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა.
მცხეთის სოფლების: წეროვანისა და გოროვანის ძირითად დასახლებებში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სათავე ნაგებობების, სატუმბი სადგურის, მაგისტრალებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა, გარდა ამისა რეაბილიტირდება არსებული რეზერვუარები.
გარდაბნის სოფლების: ნაზარლოს, ქესალოსა და ვახტანგისის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების ფარგლებში სამივე სოფლისთვის მოეწყობა სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილი, რეზერვუარები. ხოლო, დამატებით სოფელი ვახტანგისისთვის მოეწყობა წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი, ნაზარლოსა და ქესალოში დაგეგმილია სატუმბი სადგურებისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში წყალმომარაგების სისტემის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გვერდისუბნისა და ბაინათხევის უბნებისთვის ეწყობა წყალმომარაგების ქსელები და რეზერვუარი. დამატებით, დაბა სურამისთვის მოეწყობა სატუმბი სადგური.
ქალაქ ოზურგეთსა და ქვემო ნატანებში-წითელი სხივისა და ნარუჯის უბნებში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილია: არსებული სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის სრული რეაბილიტაცია. დამატებით მოეწყობა მაგისტრალური მილები. წითელი სხივისა და ნარუჯის უბნებში მოეწყობა სატუმბი სადგური, მაგისტრალი, რეზერვუარი და გამანაწილებელი ქსელი. პროექტი ასევე ითვალისწინებს დაბა ურეკისთვის ჭაბურღილების მოწყობას.
წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, ახალი წყლის გამწმნედი ნაგებობების მოწყობას, რეზერვუარების, მაგისტრალური მილებისა და 60 კმ-მდე შიდა ქსელების რეაბილიტაცია/მშენებლობას, პროექტირების დასრულებისთანავე, დაიწყება ქალაქის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოები.
დაბა სტეფანწმინდისა და სოფელი გერგეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სატუმბი სადგური, რეზერვუარი, საქლორატორო, მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების ქსელი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელი ტალავერში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილია: არსებული ჭაბურღილებისა და რეზერვუარის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების ქსელი, დამატებით მოეწყობა ახალი რეზერვუარი.
2020-2022 წლებში დაბა ფასანაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის I ეტაპის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო სათავე ნაგებობები, რეზერვუარი და მაგისტრალური მილი, მეორე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს დარჩენილი, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომლის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, სოფელ ფარცხანაყანევისა და მაღლაკის წყალმომარაგების სისტემის ნაწილი რეაბილიტირებულია, დარჩენილი ნაწილი კი საჭიროებს ახალი სისტემის მოწყობას.
ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებით გათვალისწინებულია წყლის გამწმენდი ნაგებობის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა, დამატებით მოეწყობა, 10 კმ-მდე წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი და 7 კმ ფოლადის მაგისტრალური მილი.
ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის ფარგლებში, მოეწყობა ახალი ჭაბურღილები და სატუმბო სადგური. რეაბილიტირდება არსებული საქლორატორო, გარდა ამისა, დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით მოეწყობა 22 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი და 11,5 კმ მაგისტრალური მილი, დამატებით რეაბილიტირდება 1,5 კმ-მდე არსებული მაგისტრალური მილი.