გურიის რეგიონში 46 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია სრულდება.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორდციელდება, რომელიც 6 სხვადასხვა მონაკვეთს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის, ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს და ასევე, ნასაკირალის გზის მონაკვეთს. ნასაკირალის მონაკვეთი, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის შემადგენელი ნაწილია. ეს მონაკვეთი უმოკლესი გზით აკავშირებს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს და გურიისა და აჭარის რეგიონებს.
გარდა ამ 46 კმ-ისა, დამატებით გურიის რეგიონში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით წლის ბოლომდე 4 პროექტის ფარგლებში 43 კმ-მდე კმ გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, ასევე, მიმდინარეობს 1 ახალი ხიდის მშენებლობა და 4 ნაპირსამაგრი პროექტი – სიგრძით 1,5 კმ.
მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში საგზაო ინფრატსრუქტურას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. მოსახლეობა კი კომფორტული და უსაფრთხო გზებით ისარგებლებს.