Home Blog გვერდი 148

ქარელის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფ. ყინწვისის მიდამოებში იწყება და გვერძინეთის გავლით გრძელდება სოფ. ტყემლოვანამდე.

პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.

მარტყოფის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ მარტყოფში ისტორიული და ტურისტული მნიშვნელობის 6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს ბეტონის საფარისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობას.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგად ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორები ღვთაების მონასტრამდე გადაადგილებას კომფორტული გზით შეძლებენ.

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის ფარგლებში, წინამძღვრიშვილის N1-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შენობის საძირკვლის გამაგრება, სახურავის აღდგენა, წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა, ფასადის დეკორატიული ელემენტების აღდგენა, ეზოში არსებული ხის აივნების, კიბეებისა და შუშაბანდების რესტავრაცია. ასევე, სახურავზე არსებული შუქ-ფანრების, ეზოში არსებული ლითონის კიბეების, ქუჩების მხრიდან ფასადზე განთავსებული აივნებისა და დაზიანებული ლითონის ორფრთიანი ჭიშკრის რესტავრაცია.

სამუშაოების ფარგლებში, ასევე, იგეგმება ფასადზე არსებული კარ-ფანჯრის ნაწილობრივი გამოცვლა/რესტავრაცია, სადარბაზოს ხის კარების რესტავრაცია, წყალმომარაგების, წყალარინების და ელექტრომომარაგების ქსელის მოწესრიგება და ეზოს კეთილმოწყობა.

პროექტი 2021 წლის ივნისში დასრულდება.

100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს

0

საქართველოს მთავრობის ინიციატივა – პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, საქართველოს ისტორიაში თავისი მასშტაბურობით უპრეცედენტოა.

პროექტი ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას, რითაც სტიმულს მისცემს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბიზნესაქტივობის ზრდას, მოიზიდავს დამატებით ინვესტიციას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

პროექტის მიზანია, მოხდეს წლების განმავლობაში ამორტიზებული ობიექტების და მსგავსი სახელმწიფო აქტივების – რომლებიც შეიძლება მათი ხელსაყრელი ლოკაციის და სხვადასხვა მახასიათებლების გამო იყოს ბიზნესისთვის საინტერესო, ეკონომიკურ ბრუნვაში დაჩქარებულად ჩართვა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას და ინვესტიციების მოზიდვას.

პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.29

მდინარე ნატანებზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე მდ. ნატანებზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.

ამ დროისთვის, ლითონის მოაჯირების მოწყობა და შეღებვა მიმდინარეობს.

ქუთაისში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ქუთაისში ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საგზაო ინფრასტრუქტურა 2.7 კმ-იან მონაკვეთზე მოწესრიგდება
ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 425 000 ლარია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქ. ქუთაისში სულ 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს

საგურამოში დავით გურამიშვილის სახელობის სკვერი მოეწყო

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, დაბა საგურამოში ორ ჰექტარზე გაშენებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

სკვერის ტერიტორიაზე დაიდგა დავით გურამიშვილის ძეგლი, მოეწყო საბავშვო სივრცე, ამფითეატრი და სათამაშო მოედანი.

9

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა ცენტრის შენობა გაიხსნა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა ცენტრის შენობა გაიხსნა.

ცენტრი „ფონდი ქართუს“ ხელშეწყობით აშენდა.

ახლადაშენებული ცენტრი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.

პროექტის თანახმად, მოეწყო მოსასვენებელი ოთახები, ბარგის შესანახი განყოფილება, საინფორმაციო სტენდები, სალარო და, ასევე, ორდონიანი ავტოსადგომი ვიზიტორებისთვის.

ფონდმა „ქართუმ“ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 2005 წლიდან დღემდე, სხვადასხვა სახის, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა გრძელდება.

ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან შეუერთდება არსებულ გზას.

ამ დროისთვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

2019 წლის ბოლოს 5,8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.

2020 წლის ივლისში ხაშურს ექნება ახალი შემოვლითი 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა.

რუსთავში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა

„სისტემური განახლების” ფარგლებში, რუსთავში, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა.

სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით.

შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

თბილისის შემდეგ, რუსთავი პირველი ქალაქია, სადაც მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს.