ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა ცენტრის შენობა გაიხსნა.
ცენტრი „ფონდი ქართუს“ ხელშეწყობით აშენდა.
ახლადაშენებული ცენტრი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.
პროექტის თანახმად, მოეწყო მოსასვენებელი ოთახები, ბარგის შესანახი განყოფილება, საინფორმაციო სტენდები, სალარო და, ასევე, ორდონიანი ავტოსადგომი ვიზიტორებისთვის.
ფონდმა „ქართუმ“ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 2005 წლიდან დღემდე, სხვადასხვა სახის, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.