E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა გრძელდება.
ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან შეუერთდება არსებულ გზას.
ამ დროისთვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.
2019 წლის ბოლოს 5,8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.
2020 წლის ივლისში ხაშურს ექნება ახალი შემოვლითი 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა.