Home Blog გვერდი 131

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემა დასრულდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემა დასრულდა.

ოცივე საბავშვო ბაღის 630 აღსაზრდელმა ერთ თვეზე ნორმით გათვლილი არამალფუჭებადი პროდუქტი მიიღო.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პროდუქტების გაცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა.

ახალციხის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგება დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგება დაიწყო.

სასურსათო პაკეტები ამ ეტაპზე, ქალაქ ახალციხის №5, №1 და №3 ბაგა-ბაღებმა მიიღეს. პატარებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის პერიოდში გათვალისწინებული ბურღულეული, რძის პროდუქტები, პური, კვერცხი, კარაქი და ხილი გადაეცემათ.

პროცესს ადგილზე გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი.

კუთვნილ სასურსათო პაკეტს ეტაპობრივად ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელი მიიღებს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და მარტოხელა მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული სოციალურად დაუცველი და მარტოხელა მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო. სოციალური აქცია, რისკ ჯგუფების დასახმარებლად მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პირველ ეტაპზე რისკ-ჯგუფის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევაა პრიორიტეტული, რათა ადამიანები მაქსიმალურად დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას. ასევე, იგეგმება სხვა სოციალური ჯგუფების დახმარებაც.

გურიის რეგიონში პირბადეების წარმოება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

0

კომპანიამ „ელსელემა“ გამოთქვა მზადყოფნა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, საპრევენციო ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოს გვერდში დაუდგეს და სახელმწიფოს დაკვეთით პირბადეების წარმოება დაიწყო.
გურიის რეგიონში, ლანჩხუთის სამკერვალო საწარმოში ერთჯერადი პირბადეები იკერება, სადაც დღიურად 2 000 ცალი პირბადე მზადდება, დაკვეთა კი 100 000 ცალს შეადგენს. პირბადეები გადაეცემა ძალოვან სტრუქტურებს, ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს და სხვა სამსახურებს. სამკერვალო კომპანია „ელსელემა“ ლანჩხუთსა და თბილისში ორ ქარხანას აერთიანებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში კომპანია “უნივერსალ ენერჯი კორპორეიშენმა” ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად სამედიცინო პირბადეები და ხელთათმანები გადასცა. ასევე, სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდა სამედიცინო სპირტი დეზინფექციისათვის.

ლანჩხუთში მდებარე საწარმოში პირბადეების კერვის პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

თავდაცვის ძალებმა დედაქალაქსა და ექვს ქალაქში სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყო

0

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე მოაწყო თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდისა და გორის ადმინისტრაციულ საზღვრებთან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის ტექნიკა და პირადი შემადგენლობა აღნიშნულ ქალაქებში გამთენიისას შევიდა. თბილისის, რუსთავისა და გორის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები განლაგდებიან. ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და ზუგდიდის გამშვებ პუნქტებს კი, დასავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები გააკონტროლებენ.

საქართველოს ქალაქებში მოწყობილ საკონტროლო პუნქტებზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები პირთა გადაადგილების კონტროლს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შემოწმებას, მოქალაქეთა თერმოსკრინინგს და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ.

საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან გაშლილია საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებს. ადგილზე მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკა, რომელიც ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს.

სურამში დამატებით 1000 ადგილობრივს სტაბილური წყალმომარაგება ექნება

სურამში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

სამუშაოების დასრულება 2020 წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი, რის შემდეგაც, დამატებით 1000 ადგილობრივს სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სამუშაოები, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება

ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან და ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს
მეოთხე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს

ჯარისკაცებს საქართველოში დამზადებული პირბადეები გადაეცათ

0

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დახმარებით, თავდაცვის ძალებს საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების პირველი პარტია გადაეცათ.

აღნიშნული დეფიციტური პროდუქტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებითაა დამზადებული. პირბადეები დოლბანდისგანაა შეკერილი და მათი გამოყენება პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში მრავალჯერ შეიძლება.

ქართული წარმოების პირბადეები უკვე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და სხვა მოხელეებს, რომლებსაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, ასევე პერსონალს იმ სასტუმროებში, სადაც მთავრობის გადაწყვეტილებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტანდარტებით, საკარანტინო ზონებია შექმნილი.

პირბადეების გადაცემის პროცესი მომავალშიც გავრცელდება.

 

მცხეთა-მთიანეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

0

მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების მოასფალტება 20-მდე დასახლებაში მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულების ეტაპზეა. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა ლოკაციაზე სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში, გრძელდება.