მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების მოასფალტება 20-მდე დასახლებაში მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულების ეტაპზეა. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.