ქობულეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. თანამედროვე სპორტული კომპლექსი მუნიციპალიტეტს განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. პროექტის განხორციელებისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ აჭარაში, ყველა მუნიციპალიტეტში ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს უწყობს, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე სპორტული ტურიზმის განვითარებას.