დუშეთის მუნიციპალიტეტში გრემისხევის თემში გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზის 11.4-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, დასახლებულ მონაკვეთზე კი მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ტროტუარები და რკინაბეტონის ღარები.

ამ ეტაპზე სამშენებლო ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები, რაც ითვალისწინებს გაბიონის კედლების, რკინაბეტონის სწორკუთხა და მრგვალი მილების, საყრდენი კედლების და კიუვეტების მოწყობას. ამასთან, სოფელ მიქელიანის დასახლებულ პუნქტში დაიგო ასფალტის საფარი (ქვედა ფენა). აქტიურ ფაზაშია საგზაო სამოსის საფუძვლის მოწყობა, ხოლო უახლოეს დღეებში იგეგმება ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და 2021 წლის ბოლომდე დასრულება.

არსებული გზის საფარი გრუნტიანი იყო და გზაზე ფაქტიურად არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა, პროექტში განისაზღვრა მთელი რიგი სამუშაოები საავტომობილო გზის მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად (ლითონის მრუდხაზოვანი ძელები, სასიგნალო ბოძკინტები, საგზაო ნიშნები და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშოები).

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, პროექტის ღირებულება 5,9 მილიონი ლარია.

 

Previous articleქობულეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
Next articleმარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახაში ორი სახიდე გადასასვლელი შენდება