პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამა “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ქალაქ კასპში 2 ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. გარე ფასადის მოწყობის სამუშაოები ჩაუტარდება 5 მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინას, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, კულტურის ცენტრს, 4 სახელმწიფო დაწესებულების შენობას, კასპის რკინიგზის სადგურს, ცენტრალური აუზის შენობას, კერძო ობიექტებს და განახლდება ქალაქის მნიშვნელოვანი გიორგი სააკაძის სახელობის სკვერი და მის მიმდებარედ 2 სკვერი.