გურჯაანი-ბაკურციხის 15,5 კმ-იანი შემოვლითი გზა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას დააკავშირებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან. ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქ. გურჯაანში და სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.
პროექტი გააუმჯობესებს თბილისთან დამაკავშირებელი ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ადგილობრივი გზის უსაფრთხოებას და ხარისხს. კახეთის რეგიონისათვის გზების გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ რეგიონში საკმაოდ განვითარებულია სოფლის მეურნეობა და აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი.