საერთაშორისო მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის პერიოდული შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობა.
ამ ეტაპზე საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოები, კერძოდ, მისაყრელი გვერდულების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლის სამუშაოები, საგზაო ნიშნების მოწყობა.
პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 3 500 000 ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოებს კომპანია “NEW ROAD” ახორციელებს.