შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ.13-კმ.32,6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი 19,6-კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას და ორი ფენა ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.
პროექტი, რომლის საკონტრაქტო ღირებულება 18 811 888 ლარს შეადგენს, 2022 წლის ნოემბერში დასრულდება. სამუშაოებს კომპანია ‘’NEW ROAD’’ ახორციელებს.