პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია და მალე დასრულდება. შედეგად, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.
2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტში აშენდა ორი საბავშვო ბაღი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათს და მიმდინარეობს ორი ბაღის მშენებლობა.
ამასთან, პირველ ხორგაში გასულ წელს ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო ცენტრალურ ქუჩაზე დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.