ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში შიდა საუბნო გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და საერთო ღირებულება 1 558 310 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ახალსოფელში საუბნო გზები ასფალტის საფარით აქამდე არასდროს მოწესრიგებულა.
ამჟამად ახალსოფელში პირველ, მეორე და მესამე უბნებზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში აქ მცხოვრები ასეულობით მოსახლე მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.