ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზა სრულად რეაბილიტირდება. დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები ,წყალგამტარი და წყალამრიდი ნაგებობები.
ამჟამად, სასმელი წყლის მილების, რკინა-ბეტონის კედლებისა და მილების მოწყობის სამუშაოები, ასევე, მიწის ვაკისის დამუშავება და შესაბამისი ნიშნებით აღჭურვა მიმდინარეობს.