საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, ოზურგეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად გარემონტდა თეატრის დიდი და მცირე სცენა, სარეპეტიციო ოთახები, გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, რადიოთეატრი, მოეწყო სამუზეუმო სივრცე და სხვ.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრი აღჭურვილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
შენობის რეაბილიტაციაზე 20 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.