ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
მუზეუმში სულ 14 000 ძირითადი და დამხმარე ექსპონატი გამოიფინება. ახალ მუზეუმში დაიდებს ბინას მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველ-ბეჭდური და ხელნაწერი წიგნები, ფოტომასალები, ისტორიული საბუთები და მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები.
ონის მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ შენობა პრაქტიკულად გაანადგურა.