ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დირბში საგზაო ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრეები და დაიგება 535 გრძივი მეტრის გზა. სამუშაოებზე 335 000 ლარია განსაზღვრული. რაც შეეხება სასმელი წყლის პროექტს, მისი ღირებულება 300 000 ლარზე მეტს შეადგენს. დაგეგმილია სატუმბი შენობის რეაბილიტაცია, დრენაჟისა და წყალშემკრები ჭების გაწმენდა, ასევე, წყალსადენის სადაწნეო მაგისტრალური მილსადენის მოწყობა. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.
ორივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.