ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში 300-მდე ოჯახის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, შენდება ახალი სისტემები.
დღემდე სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს და მოსახლეობა ინდივიდუალურად მოწყობილი ჭებიდან მარაგდება.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 8 მილიონზე მეტია.