საქართველოს მთავრობის სხდომაზე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რამდენიმე საწარმოს პროექტი დამტკიცდა, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამოქმედება და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.
თელავში შეიქმნება მცირე სამაცივრე მეურნეობა
პროექტი მოიცავს 650 ტონის მოცულობის სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას და თანამედროვე მანქანა-მოწყობილობებით დაკომპლექტებას.
ყოველწლიური შესანახი და სარეალიზაციო პროდუქცია იქნება საადრეო, საზაფხულო და საშემოდგომო ხილი და ბოსტნეული.
ზესტაფონში ბოჭკოვანი მინის მწარმოებელი საწარმო აშენდება
დასავლეთ საქართველოში ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომელიც მინაბოჭკოვანი არმატურის წარმოებას დაიწყებს. ქარხანა ყოველწლიურად სხვადასხვა დიამეტრის 5 000 000 გრძივი მეტრის პროდუქციას გამოუშვებს. პროდუქციის გაყიდვა როგორც ადგილობრივ, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე იგეგმება.
თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში შეიქმნება სამშენებლო მასალისა და ლითონის ნაწარმის მწარმოებელი მცირე საწარმო
მავთულბადეები, სანიაღვრე მილები, ვენახის ბოძები, ლითონის ზამბარები, ბლოკი და ა.შ. – ეს იმ პროდუქციის ჩამონათვალია, რომელთა გამოშვებას სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაფართოებული საწარმო თბილისში რამდენიმე თვეში დაიწყებს.
თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში შეიქმნება ქიმიური პროდუქციის, კერძოდ სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი მცირე საწარმო