პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ქვეყნის მასშტაბური განახლება იწყება. მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა „ქვეყნის განახლების“ ახალი პროგრამა წარმოადგინა.

პროგრამის ფარგლებში, 63 მუნიციპალიტეტში იგეგმება ურბანული განახლება, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული ობიექტების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია, ასევე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაცია და მშენებლობა, ასევე, ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტის, კურორტების და დასახლებების ურბანული განახლება. ამასთან, პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება ახალი დასასვენებელი ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები.

რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს, პირველ რიგში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 15 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დასაქმდება რეგიონების მოსახლეობა.

პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები ამ კვირაში გამოცხადდება და 63 მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ივნისიდან დაიწყება მასშტაბური სამუშაოები.



 

Previous articleპროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ოთხი მცირე საწარმოს პროექტი განხორციელდება
Next articleმარტვილის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს