ქალაქ ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.
2019 წლიდან ზუგდიდში 67 ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდებოდა. აქედან, 40 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, ხოლო 27 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული ქუჩების საერთო სიგრძე 10.7 კმ-ია და სამუშაოების ღირებულებამ 10.8 მლნ ლარი შეადგინა.
ზუგდიდის სარეაბილიტაციო ქუჩები იმდენად ამორტიზებული იყო, რომ, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა საავტომობილო გზის საფარი.
პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები, რაც ამ ქალაქის მასშტაბით უსაფრთხო, კომფორტულ გადაადგილებას და მგზავრობის დროისა და ხარჯის შემცირებას უზრუნველყოფს.