აბაშის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელთან ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ.
შენობა აღიჭურვება კომპიუტერული სისტემებით, შემეცნებითი და კვების ობიექტებით. ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება სტუმრებს და შესთავაზებს ტურისტულ სერვისებს. ვიზიტორებისთვის, ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.