ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ბაქნები და საბავშვო მოედნები, გარე განათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა. ამ ეტაპზე პარკში სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად ატრაქციონების მონტაჟი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ტერიტორიის მწვანე (დეკორაციული და ხემცენარეები) ნარგავებით შევსება, ახალი შადრევნების მოწყობა და სხვა ღონისძიებები.
ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ობიექტია.
პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება.