2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის ძირითადი ამოცანებია:

ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა; ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება, კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა, კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება;

კანონით განსაზღვრული მხარდაჭერა უკვე გაეწიათ ოჯახებს შვილის შეძენისას, მასწავლებლებს, ექიმებს, ექთნებს, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებს და დაფინანსდა მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათი.

ანგარიშის თანახმად, 19 მუნიციპალიტეტში სულ დაფინანსდა 21 პროექტი, მათ შორის: გზის, წყალმომარაგების, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის, სახიდე გადასასვლელის მშენებლობის, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სხვა პროექტები.

გამოყოფილი თანხით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 24 მუნიციპალიტეტში 25 პროექტს დააფინანსებს.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1 797 დასახლებას (საქართველოს მთლიანი დასახლებების, დაახლოებით, 48 %), მათ შორის 9 ქალაქს, 21 დაბას და 1 767 სოფელს. ამ დასახლებებში, 2014 წლის აღწერით, ცხოვრობს 358 400-მდე ადამიანი.

Previous articleბორჯომის მუნიციპალიტეტის პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
Next articleქალაქ მარტვილში მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება