გურიის რეგიონში ორი სკოლა აშენდა. დასრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ შრომის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ გუთურის საჯარო სკოლების მშენებლობა. მიმდინარეობს კიდევ 3 სკოლის მშენებლობა და 8 სკოლის რეაბილიტაცია.

გურიის რეგიონში 13 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის ჯამურმა ღირებულებამ 33.8 მილიონი ლარი შეადგინა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას, რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს კი, 100 სკოლაში ახორციელებს.

2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1530 მოსწავლისთვის. 2021 წელს კი, დამატებით, დასრულდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7 020 ბავშვისთვის.

Previous articleთბილისში ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნა
Next articleქარელის მუნიციპალიტეტში კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა