ქალაქ დუშეთში ნომერ მეორე საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს საბავშვო ბაღის შენობისა და ეზოს განახლებას, სახურავის, კარ-ფანჯრების, იატაკებისა და შიდა და გარე ფასადების რემონტს. შენობა იქნება სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალის რეაბილიტაცია, მუნიციპალური ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ბაღის თანამშრომლები და აღსაზრდელები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში გააგრძელებენ სწავლასა და მუშაობას.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის სამუშაოები მიმდინარეობს დუშეთის ნომერ მესამე და მაღაროსკარის სააღმზრდელო დაწესებულებებშიც.