ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში რაგბის სტადიონი შენდება. სტადიონის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და ფონდი „ქართუს“ დახმარებით ზუგდიდს ექნება სარაგბო ბაზა, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს.
ზუგდიდის რაგბის სტადიონს ექნება როგორც ბუნებრივსაფრიანი, ასევე, ხელოვნურსაფრიანი მოედანი. სტადიონი, ჯამში, 5000-ზე მეტ მაყურებელზეა გათვლილი.
ზუგდიდის რაგბის სტადიონი იქნება მეორე სარაგბო ბაზა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფონდმა „ქართუმ“ ზუგდიდამდე სარაგბო კომპლექსი ფოთში ააშენა.