რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.
პროექტით გათვალისწინებულია გაზონების, ტროტუარების, გამწვანების, სანიაღვრე სისტემის, განათების, ახალი ღობეებისა და სხვა დამატებითი სამუშაოების შესრულება.
აღნიშნული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და ორ ეტაპად განხორციელდება. ღირებულება საწყის ეტაპზე 2 100 000 ლარს შეადგენს. სააბოლოოდ პროექტის დასრულება 2022 წლისათვის იგეგმება.