სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის მიერ იქნა დაფინანსებული.

პროექტი საბავშვო ბაღის შენობის თბო- მოდერნიზაციასთან ერთად განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას მოიცავს, რაც შენობის გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენებას გულისხმობს (ვენახის ნასხლავი).

აღნიშნული პროექტი 2020 წლის ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდოს მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.

სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღი პირველი ენერგოეფექტური ბაღი იქნება მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
პროექტის ჯამური ღირებულება 822 281 ლარს შეადგენს.

Previous articleტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში საჯარო სკოლა აშენდა
Next articleჯვარის და ხორგას ქვესადგურების დამაკავშირებელი 500 და 220 კვ-იანი 56 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა მიმდინარეობს