ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში საჯარო სკოლა აშენდა. 120 მოსწავლეზე გათვლილი შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
სკოლაში მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, სპორტული დარბაზი, ღია სპორტული მოედანი და რეკრეაციული ზონა.
სკოლის შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე.