აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში, სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა, სადაც ბინა 39-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა მიიღო.
სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ქედაშიც და ბინები დამატებით 20 ოჯახს გადაეცემა.
აჭარაში, ასევე, მიმდინარეობს მასშტაბური სოციალური პროექტი – ე.წ. “ოცნების ქალაქის” მშენებლობა. საცხოვრებელი კომპლექსი 582 ბინისგან შედგება. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას ემსახურება.
2016 წლიდან დღემდე აჭარაში ბინა უსასყიდლოდ 504 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა.