აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60) შემადგენელ – ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

ზაფხულში გახსნილ 19 კმ-იან ოთხზოლიან მონაკვეთს დღეს დაემატა 12 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალი. უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე კი, დროებით გაიხსნება ორმხრივი მოძრაობა.

დღეიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალით გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევრდება.

ამ დროისთვის უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი. აშენებული მონაკვეთები ექსპლუატაციაში შევა ეტაპობრივად.

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. ახლად აშენებული მონაკვეთების ექსპლუატაციაში სრულად შესვლის შემდეგ, ამ 4 ზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.

2020 წელს, როგორც დაგეგმილი იყო, სულ აშენდა 70 კმ ჩქაროსნული გზა, რომელიც რამდენიმე კვირაში სრულად შევა ექსპლუატაციაში.

Previous articleრუსთავში ტექსტილის ახალი საწარმო გაიხსნა
Next articleბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დასრულდა